„ევროპული საქართველო“ მხარს „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს (10.08.2020)

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მხარს “გირჩის” ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს. პარტიაში იმედოვნებენ, რომ ჯაფარიძეს მხარდაჭერას სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოუცხადებენ.  ზურაბ ჯაფარიძემ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატურის დაყენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოპოზიცია ამ ოლქთან დაკავშირებით ერთიან კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან კონსულტაციები გამართა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დიდუბე-ჩუღურეთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი ვოლსკის დაამარცხებს.