პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მესმაე სექტორი ტყუილში დაადანაშაულა, პაპუაშვილმა თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყუილით გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა – ეს განცხადება, პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირბეით საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის მცდელობა, რომ ის რადიკალური ტალღა რაც შეძლეს, რომ ტყუილით აეგორებინათ, კიდევ გამოიყენონ. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა მოსინჯეს რა ემოციური თემებით შეიძლება გააღიზიანონ საზოგადოება, ხალხი კი ამ ემოციებს არ უნდა აჰყვეს. ამასთანავე, პაპუაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას, რათა მათი ფარისევლობა დამთავრდეს.