ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს უპრეცედენტოს უწოდებენ ოპოზიციის წარმომამდგენლები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აქციიდან ქალი ევროკავშირის დროშით გახდა ევროპარლამენტარებისთვის ქართველი ხალხის სულისკვეთების სიმბოლო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ “ქართული ოცნების” თანაპარტიელებიც კი, ევროპულ ოჯახში, ღიად აკრიტიკებენ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს საქართველოს ევროპული მომავალი წაართვას. ოპონენტების განმარტებით ევროპარლამენტში მხარდამჭერი განცხადებები ისმოდა ქართველი ხალხის მისამართით.