ბოლშევიკები, ფაშისტები, ექსტრემისტები – სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა ირაკლი კობახიძემ იმ სტუდენტების შესაფასებლად, რომლებიც რუსთაველზე რუსულ კანონს აპროტესტებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის მუქარის შემდეგ, ფრანკლინის კლუბი ახლა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის კრიტიკის მთავარი სამიზნეა. ფრანკლინის კლუბი კობახიძემ უცხოური გავლენის აგენტად მოიხსენია და განაცხადა რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სწორედ ამ ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებების მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს მმართველ პარტიასა და მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში ყველაფერი ძალიან კარგად არის. საუბარია “ქართული ოცნებიდან” იმ დეპუტატების წასვლაზე, რომლებმაც რუსულ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დატოვებას ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო და გიორგი ხელაშვილი აპირებენ.