გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი რუსულ კანონპროექტს ეხმიანება.
“როგორც საქართველოს მეგობარების, ევროკავშირის პოზიცია “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონპროექტის შესახებ რჩება იგივე: “კანონპროექტის მიღება იქნება შეუსაბამო საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.” ამას გეუბნებით, როგორც მეგობარი” – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.