“არ სჭირდება საქართველოს ეს კანონი” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა იმისათვის, რომ აეშენებინა დემოკრატია, დაეცვა საკუთარი თავისუფლება, ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის იმას, რასაც საქართველო ამდენი წელია აშენებს.