მსოფლიოს მხარდაჭერას დღეს განსაკუთრებით გრძნობს ომში მყოფი უკრაინა. დასავლეთში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები აქტიურად გამოხატავენ სოლიდარობას უკრიანელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენკის მიმართ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსულ აგრესიას Facebook-ზე ეხმაურება და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად კიევში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ბაიდენი წერს, რომ ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბების ცვენა დაიწყო, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. მისი თქმით, ხერსონიდან ხარკოვამდე – უკრაინელმა მებრძოლებმა მიწა დაიბრუნეს. ჯო ბაიდენი ამბობს რომ რუსეთის მიერ გასულ წელს დაკავებული ტერიტორიის ნახევარზე მეტში, უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს.
გერმანიის კანცლერმა უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მსოფლიო 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ აღარ არის იგივე. ოლაფ შოლცის თქმით, პუტინი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის ადრე დასრულების შანსი
უკრიანას სოლიდარობა გამოუცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც. რობერტამეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის სოლიდარობა ურყევი იქნება უკრაინის გამარჯვებამდე და მშვიდობის აღდგენამდე. მისი თქმით, მშვიდობა ვერ იქნება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა ევროკომიიის პრეზიდენრტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი უკრიანის გევრდით იქნება ბოლო წუთამდე.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლის შესახებ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ვროკავშირის ელჩმა საქართველოშიც. პაველ ჰერჩინსკი ამბობს რომ უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება, უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.