ზელენსკიმ უკრაინელი დამცველები ეროვნული ჯილდოებით, უკრაინის გმირის წოდებით დააჯილდოვა | 24.02.2023

უკრაინის პრეზიდენტმა დილით, სოფიას მოედანზე  უკრაინელი დამცველები ეროვნული ჯილდოებით, კერძოდ უკრაინის გმირის წოდებით დააჯილდოვა.

“უკრაინელი ერი ამაყობს თქვენით!” – თქვა ზლენსკიმ მიმართვაში, მადლობა გადაუხადა უკრაინის დამცველებს და აღნიშნა, რომ უკრაინა სწორედ იმ ადამიანების დამსახურებით გადარჩება, რომლებიც ბრძოლის ველზე საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის.  სოფიას მოედანზე ეროვნული დროშა აღიმართა და სვიატოსლავ ვაკარჩუკმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.