ხმაური იყო დღეს თბილისის მერიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი გამართეს. აქციის მონაწილეები, ადგილზე მისულები იყვნენ პლაკატებით, წარწერით – “კახა რუსი”. მათ, პლაკატის შეტანა მერიაში სურდათ, თუმცა, ისინი შენობაში არ შეუშვეს. ადგილზე იყო სიტყვით გამოსვლებიც, აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ რუსული ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დასრულდეს, რადგან, მმართველი გუნდის ქმედებები და განცხადებები, ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს.
ასევე, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, დროეულად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. “ნაციონალურ მოზრაობაში” ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან მანამდე, სანამ „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი არ დასრულდება.