ამერიკელი სენატორის, ჯიმ შაჰინის განცხადებით, პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია. როგორც შაჰინმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომელთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ ის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა. ამერიკელი სენატორის დიკ დურბინის განცხადებით, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს.