“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული, მოძრაობა „ხალხის ძალა“ „უცხოური აგენტების“ ამერიკული კანონის, ზუსტ გადმოკოპირებას აპირებს. კანონის ერთ-ერთი ინიციატორი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მათ შეარბილეს კანონის მერიკული ვერსია, ამის გამო, ოპონენტებმა, რუსულ კანონს შეადარეს, ამიტომ, ახლა, ამერიკულ ვერსიას ზუსტად გადმოიტანენ.
მმართველი გუნდის წრმომადგენლები ხალხის ძალის კანონპროექტს ემხრობიან და ამბობენ, რომ ანტიდემოკრატიულია საკითხებისთვის ტაბუს დადება. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ როდესაც “უცხოური აგენტების” შესახებ კანონის გამო საქართველოს რუსეთს ადარებენ, მიუღებელია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ, „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულ მოძრაობას, ანტიდემკოტრატიული კანონით, სურს, ქვეყანა ევროპას დააშოროს, ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით უცხოური გავლენის აგენტებად ადამიანის და ორგანიზაციის გამოცხადება არის რუსული მოდელი.
„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია. ევროპის საბჭოს ასამბლეა, მოუწოდებს საპარლამენტო დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს და არ ჩამოაშორონ ქვეყანა, ევროპულ გზას.