ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
რეზოლუციას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი. დასავლელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის საქმე რეალურად ასახავს რამდენად ერთგული არის ოცნების გუნდი ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ.
“სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის ვენდეტის ნაწილია, დაუწესდეს სანქციები ოლიგარქს” – ნათქვამია რეზოლუციაში. ევროპარლამენტმა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ შემუშავებული შესწორება რეზოლუციაზე, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ სანქციებზე, 362 ხმით მიიღო. დეპუტატები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, განიხილოს “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის” სანქციების დაწესება. შესწორებაში ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენიებული.