საპატრიარქოში, სინოდის სხდომა დასრულდა. 2 წლიანი პაუზის შემდეგ, სინოდის სხდომა, დაახლოებით, 40 წუთი გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის გადადგომისა და ამ საკითხის განხილვის შესახებ გავრცელებული ყველანაირი ინფორმაცია უარყო. მეუფე ნიკოლოზმა სხდომის დაწყების დაგვიანების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, სხდომის დროულად დაწყება ვერ მოხერხდა. ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ დროებით დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა.