უკრაინის შემდგომი დახმარება და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა – ეს არის მთავარი საკითხები, რომელსაც ნატოს წევრი სახელმწფოების თავდაცვის მინისტრები განიხილავენ. ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა მიიღეს. ოსტინმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები კვლავ ერთგულები რჩებიან იმ იდეის, რომ უკრაინას დაცვა და დახმარება სჭირდება.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა იარაღი, რომელიც მას ომის მოსაგებად სჭირდება. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერა იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინაშე მოწყვლადები არიან.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, უკრაინის თავდაცვის საკონტქატო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.