“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდაპარტიული არჩევნების დასრულების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს. მან პოლიტიკური განცხადებები მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ გააკეთა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ ხელმძღვანელობას პასიურობასა და სააკაშვილის დასაცავად არასაკმარის აქტივობაში ადანაშაულებს. ვანო მერაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დაუნდობლად ექცევა, განსაკუთრებით კი პუტინის ნომერ პირველ მტერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ყოფილი მაღალჩინოსანი ‘ნაციონალური მოძრაობის” შიდაპარტიული არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. მერაბიშვილის თქმით, რამდენიმე დღეში საქართველოს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც დაინახავს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა სააკაშვილის დასაცავად რეალურად იბრძვის.
“ივანიშვილს ძალიან მარტივი პრაქტიკა აქვს: მისი მოწინააღმდეგე ან ციხეში უნდა იყოს, ან საზღვარგარეთ. მისთვის, ყველაზე დიდ საფრთხეს, რა თქმა უნდა სააკაშვილი წარმოადგენს და ახლა სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული, ცინიკური ქმედება, რადგან ივანიშვილი თვლის, რომ სააკაშვილი არის მისი მტერი და რაც მთავარია, ივანიშვილმა იცის, რომ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი მტერი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის პირველი მსხვერპლია და საქართველო ყოველთვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ლიდერი იყო, ახლა კი ის აუტსაიდერი გახდა და სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ უფრო აუარესებს საქართველოს მდგომარეობას. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩატარდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები და შეიცვალა პარტიის ხელმძღვანელობა. წინა ხელმძღვანელობის მიმართ მთავარი პრეტენზია იყო პასიურობა, სააკაშვილის დასაცავად არააქტიური ქმედება, მიტინგების მიმართ პასიური დამოკიდებულება და ა.შ. არჩევნების შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მთელ საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები. დარწმუნებული ვარ, ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში, თქვენც შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. ვიცი, რომ ეს პარტია დაკავებულია საზღვარგარეთ ჩვენს დიასპორებთან თანამშრომლობით. ადრე, როდესაც ასეთი აქციები იმართებოდა, ქართველი ემიგრანტები ძალიან პასიურობდნენ,” – განაცხადა ვანო მერაიშვილმა.
ვანო მერაბიშვილი ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებში ლოგიკას ვერ ხედავს. მისი თქმით ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის შეწყალების ბერქტი აქვს, თუმცა ამას შიშის გამო ვერ აკეთებს.