“გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ” – ამ მოთხოვთით “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს, წარწერით „თავისუფლება მიშას“. ადგილზე იყო შეძახილები – “რუსეთის მარიონეტებო, წადით!”
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება.