საპარლამენტო ჟურნალისტების მიმართ ქცევის წესების შემოღებაზე, შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმა იყო. შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილის ის ბრძანება განიხილეს, რომლის მიხედვით პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს ქცევის წესები განესაზღვრათ. პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესების მიხედვით, ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს – აღნიშნულ რეჟიმზე გადასვა პირველი მარტიდან მოხდება.
ქცევის წესები, რომელიც შალვა პაპუაშვილის ბრძანებით განისაზღვრა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადეგნლებმა შეაფასეს, მათი თქმით,ჟურნალისტთა ქცევის წესები საჭიროებს დაზუსტებას, ზოგიერთი პუნქტი შეცვლას და საერთოდ ამოღებას, ასევე, დადგენილი წესები პრობლემურია ჟურნალისტების საქმიანობისთვის და კომფორტს მხოლოდ დეპუტატებს უქმნის.