ემუქრება თუ არა საფრთხე დაანონსებულ ე.წ. გაერთიანებას. გუშინ, „გირჩი მეტი თავისუფლების “ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა ვერ შედგება რადგან ამის პირობა, ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ არ ჩანს. დღეს ზურაბ ჯაფარიძემ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ახლა ქვეყანაში დიდი ოპოზიციური გაერთიანების შესაძლებლობა არ არის. რაც შეეხება მის თანამშრომლობას “სტრატეგია აღმაშენებელთან და “დროასთან”, ჯაფარიძე ამბობს, რომ ხოშტარია-ვაშაძის გუნდთან კოორდინაცია გრძელდება.
პარტია “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” კი კვლავ მზდ არიან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და ქვეყნსიათვის მნიშვნელოვან სმომავლო გეგმებსა და სტრატეგიულ ნაბიჯებზე იმსჯელოს. სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, ტრიოდან არავინ წასულა და 24 თებერვალს დაანონსებული აქციის შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, ერთად გამართას.
ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე მოვლენები მმართველ გუნდშიც შეაფასეს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციას საზოგადეოების ნდობა არ აქვს და არც შანსი აქვთ, რომ ქართულ პოლიტიკაში, რაიმე გარდამტეხი როლი ითამაშონ.