“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს. “სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება სასწრაფოდ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას,” – დაწერა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, მირიამ ლექსმანმა twitter-ზე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნივიჩიანეც. “პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და ყოველწუთიერად უარესდება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუშვან მისი სასწრაფოდ გადაყვანა კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საჭირო მკურნალობის მისაღებად. პოლიტიკური განხილვების დრო აღარ არის” – წერს ევროპარლამენტარი twitter-ზე.