„ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაებიშვილმა პარტიის სმაომავლო გეგმებზე, სპეციალურ ბრიფინგზე, ისაუბრა. ხაბეიშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და პირველი გადაწყვეტილებები პარტიაში დაკავშირებული იქნება მესამე პრეზიდენტის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. ხაბეიშვილმა ასევე განაცხდა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან.
ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ. ნიკა მელიამ თქვა, რომ პარტიაში რჩება და აგრძელებს ბრძოლას მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.
არჩევნების დასრულების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ბაჩო დოლიძე საორგანიზაციო მდივნის პოსტს იკავებდა, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. როგორც მათ განმარტეს, “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში კვლავ რჩებიან, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
არჩევნების შედეგის მიხუედავად, ლევან ხაბეიშვილის და ნიკას მელიას მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ახლა დაყოფის დრო არ არის. თუმცა პარტიაში არიან ისეთებით, ვინც ფიქრობენ, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე გაიმარჯვა.
„ერთიანი ანციონალური მოძრაობის“ შიდა აპრტიული არჩვენები,ლევან ხაებიშვილმა, პირვეილივე ტურში, ხმების, 52 %-ით – 21 656 ხმით, მოიგო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. არჩევნებში, 50 00-მდე ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდა.