არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეციალური კომისია შეიკრიბა. ე.წ. გამფლირტავმა ჯგუფებმა, ის 50 000-მდე დარეგისტირებული ამომრჩეველი გაფილტრეს, ვინც, ენმ-ს მხარდამჭერად დარეგისტირებული იყო ყალბი გვერდიდან. პარტიის წევრები, ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებენ და ახსენებენ, რომ ხმის მიცემა ფარული იქნება.
საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დასრულდება, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნები, ხვალ, 28 იანვარს, დილის 10 საათზე დაიწყება. 48 საათის განმავლობაში, 30 იანვრის, დილის ა10:00 საათამდე, უფლებამოსილ ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფიდენციალურად მისცენ ხმა სასურველ კანდიდატს. არჩევნების შედეგები ორშაბათს გახდება ცნობილი. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის სულ 4 კანდიდატი იბრძვის-მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.