კლინიკა „ვივა-მედის“ დირექტორის, ზურა ჩხაიძის ინფორმაცით, კოვიდ ინფიცირებული მიხეილ სააკასვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილეებლია და ის არ საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას. ამის შესახებ, ზურაბ ჩხაიძემ კომენტარი დღეს მედიასთან გააკეთა. მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი კორონა ვირუსით, მასთან მომუშავე მედიკოსებისაგან ვერ დაინფიცირდებოდა, რადგან, ყველა ექიმისა და ექთნის პისიარ ტესტის პასუხი უარყოფითია. ჩხაიძე იმ პირების ტესტირებას ითხოვს, ვინც, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შედიოდნენ.
კლინიკის დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ უარყო მიხეილ სააკაშილის ოჯახისა და ადვოკატების მიერ გავცრელებული ინფორმაცია, თითქოს, მესამე პრეზიდენტმა, გონება ბოლო დღეებში სამჯერ დაკარგა.
მიხილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დღეს, მესამე პრეზიდენტი, სპეციალური ხელწერეილის საფუძველზე, მცირეხნიანი ვიზიტით, პალატაში მოინახულა, ვიზიტის შემდეგ, ალასანიამ დეტალურად აღწერა მიხეილ სააკაშვიილის გონების დაკარგვის ეპიზოდები, რომელსაც, მისი თქმით, სანიტარი, ექთანი და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები შეესწრნენ.
გიული ალასანიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი უკვე 68 კილოგვრამს იწონის და დაწყებულია კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი. გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტთან პალატაში მთელი ღამე ექთანი მორიგეობდა, რადგან, ის მძიმე პაციენტია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, კლინიკა „ვივა-მედში“, PCR ტესტის ჩატარებას არ აპირებს, რადგან, მისი თქმით, მისი ნდობა კლინიკის მიმართ ნულის ტოლია. გარდა ამისა, ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახური დაცვის მხარეს მიხეილ სააკაშვილის კადრებს არ აჩვენებს, რითაც ეწინააღმდეგება მოსამართლის გადაწყვეტილებას და ასევე, დაცვის მხარეს ხელს უშლის საჭირო მტკიცებულებების მოპოვებაში.
მიხიელ სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი კი, ხვალ 27 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე, გიორი არევაძე მიხეილ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხზე, იმსჯელებს.