რესპუბლიკურ საავადამყოში, 2021 წელს გარდაცვლილი, 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა, საქმეში დამნაშავე მედიკოსების დაკავების მოთხოვნით, პროკურატურსათან აქცია გამართეს. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის, გაიოზ ჩარკვიანის ინფორმაციით, ოჯახმა საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებამ გამოიწვია.
გუშინ, პროკურატურამ, კლინიკის უფროს ექთანს, ყალბი ოფიციალური დოკუმემენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ბრალი წარუდგინა, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის მეგობარი ადვოკატები, ამბობენ, რომ უფროსი ექთნისთვის ბრალის წაყენება საკმარისი არ არის. ოჯახი და ადვოკატები ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვისაც, შესაძლოა, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღოდეს. მათივე თქმით, დოკუმენტებში დაფიქსირებული, ნარკოტიკული პრეპარატების გაცემისა და გამოყენების ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა, რის გამოც, ადვოკატებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ექიმების მხრიდან, ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობას ჰქონდა ადგილი. უფლებადამცვეელბის თქმით, პროკურატურამ, გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა დაიწყოს.
20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი, 2021 წლის სექტემბერში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი მიიჩნევს, რომ მას კორონავირუსზე არასათანადო მკურნალობა გაუწიეს. საქმეზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია ირაკლი შოთაძის უწყებას.