უკრაინაში რუსეთის შეჭრის 1 წლისთავზე, 24 თებერვალს, პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ. პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქვთ კითხვები. ოპოზიციონერ დეპუტატებს აინტერესებთ, რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება?! ასევე, რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის კანონით დადგენილ სამ თვეში ერთხელ მაინც?!