დღეს დაკრძალეს საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები. შეგახსენებთ, რომ 49 წლის ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, ქუჩაში მყოფ მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 5 მოქალაქე.თავდამსხმელმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.