მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად არ ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა ოქმი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომდე ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ აძლევს. წერილს ასევე თან ახლავს სააკაშვილის სიტყვები, სადაც ექსპრეზიდენტი განმარტავს, რომ პროცესზე ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს. მიხეილ სააკაშვილის ერთერთმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა, დღეს, მოსამართლე გიორგი არევაძეს მიმართა, რომ სააკაშილის სიცოცხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს, მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა სხდომის დაწყებისას ყურადღება “ხალხის ძალის” განცახდებაზე გაამახვილა, სადაც საუაბარი სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციას ეხებოდა და სასამართლოს რეაგირებისკენ მოუწოდა.
სასამართლო სხდომაზე დღეს ამერიკელი ექიმი, ჯეიმს კობი დაიკითხა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კისერსა და მხრის სახსარზე ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. ექიმმა ჩამოთვალა სააკაშვილის დიაგნოზები და აღნიშნა, რომ თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდება, ყოფილი პრეზიდენტი მოძრაობას ვერ შეძლებს.
ექიმ ჯეიმს კობს კითხვები პენიტენციურის წარმომადგენელმაც დაუსვეს. კითხვების დასმას მხარეებს შორის სასამართლო დარბაზში კამათი მოჰყვა. პენიტენციურის წარმოამდგენლებს ექსპერტთან ჰქონდათ ისეთი ტიპის კიტხვები როგორიცაა – შეუძლია თუ არა ამ დაზიანების მქონე ადამიანს – დააზიანოს სამედიცინო აპარატურა ან ხელი დაარტყას სხვა ადამიანს.