დავოსში ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სიტყვით გამოვიდა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას ზელენსკამ 14 იანვარს, დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა.
უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა დავოსის ფორუმზე ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან მართავს.