ოკუპანტებმა, მეჯრისხევში ჩასულ ერვოკავშირის მონიტროინგის მისიის ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს – დავით ქაცარავა | 17.01.2023

13 იანვარს ოკუპანტებმა, მეჯრისხევში ჩასულ ერვოკავშირის მონიტროინგის მისიის ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქაცარავა განმარტავს, რომ მომხდარის ვიდეომტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ფაქტს  ადასტურებენ თვითმხილველები.

“პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა “ცეცხლი” ჰაერში შეაგებეს. წადითო.არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება? სამწუხაროდ არა.საიდან ვიცი? ფაქტობრივად თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა. იტყვის ამას საჯაროდ? რა თქმა უნდა არა, ეშინია როგორც რუსების შურისძიების, ასევე ადგილობრივი ზეწოლის.გვჯერა? მე კი. დაუსვით კითხვები EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფის წევრებს, იმედია, არ მოიტყუებიან. თუ დამალავენ ამ ინფორმაციას და არაფერს იტყვიან საჯაროდ, მაშინ თავის რეპორტებში აუცილებლად ჩადებენ ამ ინფოს.რატომ მოიქცნენ ესე ორკები? წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს აგრესიული, გარკვეული სახის მესიჯია. დაადასტურებს სუსი? არ მგონია,” – წერს დავით ქაცარავა.