ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს | 17.01.2023

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ  ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის წინ ისაუბრა.  ანთაძის ცნობით, ამჟამად, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა.