საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
ასევე, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა. მანმდე კი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით 2021 წლის 20 დეკემბერს იმყოფებოდნენ. როგორც მთავრობის პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.