მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და თანაგუნდელები შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასჯელის გადავადებას და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. მათი შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და დღევანდელი სასამართლო პროცესიც ამის ნაწილია. ამბობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე სახის ტრაგედია მოხდება, ეს ათწლეულობით მოუსპობს ქვეყანას ევროპულ და დასავლურ შანსს.