საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მესამე პრეზიდენტს საპასუხო წერილს უგზავნილს და მადლობას უხდის დაბადების დღის მილოცვისთვის. ილია მეორე კლინიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად.
“ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად,” – ნათქვამია წერილში.