„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.
უწმინდესს 90 წლის იუბილე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა:
„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით, კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში“
როგორც მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე. – “თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია“- აღნიშნავს პრემიერი მისალოც სიტყვაში.
უწმინდესს, იუბილეს, რუსეთის პატრიარქი კირილი ულოცავს, თუმცა, მისალოც წერილში, არ ასახელებს პატრიარქის სრულ წოდებას, მას მხოლოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად მოიხსენიებს.