ამერიკულ პოლიტიკაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვან პოსტზე, სენატის ქვედა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილმა რესპუბლიკელმა, კევინ მაკარტიმ კვლავ ვერ მოიპოვა ხმების საჭირო რაოდენობა. პირველად საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, სენატის ქვედა პალატამ ვერ შეძლო თავმჯდომარის არჩევა. სამშაბათს საღამოს კენჭისყრაში მაკკარტიმ რესპუბლიკელების მხოლოდ 203 ხმა მოიპოვა. თანამდებობის დასაკავებლად მას მინიმუმ 218 ხმა სჭირდება. წელს პალატაში მხოლოდ 222 რესპუბლიკელია, მაგრამ ფრაქციის 19 ყველაზე კონსერვატიულ წევრს მისი მხარდაჭერა არ სურს. მისმა მთავარმა კონკურენტმა, დემოკრატმა კანდიდატმა ჰაკიმ ჯეფრისმა 212 ხმა მოიპოვა. მას ხმა ყველა დემოკრატმა მისცა. ბოლოს ასეთი ვითარება, როდესაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პირველ ტურში ვერ აირჩიეს, 100 წლის წინ იყო. 1923 წელს კანდიდატის არჩევას ცხრა ტური დასჭირდა. ახლაც პალატა გააგრძელებს კენჭისყრას წარმატებულ შედეგამდე. სანამ სპიკერი არ აირჩევა, კანონმდებლები სხვა საკითხებზე ვერ გადავლენ – კონგრესის ახალი წევრები ფიცს ვერ დადებენ, ახალი კანონები ვერ მიიღება. რამდენი ტური იქნება საჭირო, უცნობია. რამდენი დრო დასჭირდება ამას ასევე გაურკვეველია.