თბილისის საკრებულოს სხდომის პარალელურად აქცია გაიმართა საკრებულოს შენობასთანაც. მერის ანგარიში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტები კალაძეს ტრანსპარანტებით დახვდნენ – “შიმშილით სავსე ქალაქი”; “უსამართლობით სავსე ქალაქი”; “საცობებით სავსე ქალაქი”; “კორუფციით სავსე ქალაქი”. აქტივისტები სწორედ ამ ფორმით ცდილობდნენ საკუთარი სათქმელი დედაქალაქის მერამდე მიეტანათ.