“საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, მედიასთან, დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია. კახი კალაძის თქმით, თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით გადაიჭრას. მერმა აბსურდული უწოდა თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს.