რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხზე “არ გამორიცხავენ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას”. გალუზინიმ ინტერვიუში თქვა, ისიც, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა “ვითარდება”.