მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ცენტრ “ემპათიის” მიწოდებული საბუთებით, სააკაშვილის მოწამვლა არ დასტურდება. უწყების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მალხაზ ურთქმელიძე ირწმუნება, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა. მალხაზ ურთქმელიძე ამბობს, რომ ყველა მაჩვენებელი არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ. პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ უპასუხა. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, ჩაიტაროს ანალიზები იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის უცხოელი ავტორიტეტული საექსპერტო ბიურო იქნება მოწვეული.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველს,იმედი აქვს,რომ მესამე პრეზიდენტს ხვალ მაინც ექნება შესაძლებლობა საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობა რაიმე ფორმით მიიღოს. ადვოკატის თქმით, ხვალინდელ სასამართლოზე უცხოელი ექსპერტები დაიკითხებიან. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო მსაჯვრდებული პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე იმსჯელებს.