“ნაციონალური მოძრაობის” წევრ, გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბათუმში მცხოვრები იოსებ სირაბიძე დააკვა. მან ჟურნალისტების კითხვებს – ვის დავალებას ასრულებდა, როცა კირთაძეს თავს დაესხა, პასუხი არ გასცა. აჭარის უმაღლეს საბჭოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გუშინ, 19 დეკემბერს, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, პირდაპირი ჩართვისას დაესხნენ თავს და კვერცხები ესროლეს. გამოძიების ინოფრმაციით, მომხდარზე გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. დანაშაული, 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გიორგი კირთაძე, ის თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.