ნიკა მელია რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ ქუთაისში პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოლიგარქიული მმართველობა და ქვეყანაში არსებული ვითარება იყო. მელიას თქმით, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მზად არიან პროტესტის ყველანაირ ფორმას მიმართონ.