მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, რატი ბრეგაძის უწყებისა და პენიტენციური სამსახურის წინაარდმეგ, გამოძიების დაწყებას ითხოვს. ადვოკატმა, დღეს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, პაყიმართან შეუათანმხებლად, კლინიკა “ვივა-მედში“ გადაღებული, მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით, უსტიციის სამინისტრო, ექს პრეზიდენტის ღირსების შელახვას შეეცადა.
მიხეილ სააკასვილსითვის სასჯელის გადავადებას ითხოვს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტრო, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო შეშფოთებულები არიან.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. კადრების ძირითადი ნაწილი, 4 ოქტომბერს არის გადაღებული. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. ახლა მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. სხდომა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლების ან გადავადების შუამდგმლობა უნდა განიხილოს- 22 დეკმებერს გაიმართება.