2022 წლის სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა. ევროპარლამენტმა ჯილდო უკრაინის ცნობილი წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას საზეიმოდ გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში გაიმართა. პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
ჯილდო ოფიციალურად ოქტომბერში მიენიჭა “უკრაინის მამაც ხალხს, რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი ზელენსკი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება”, ჯილდოს გადაცემა კი მოგვიანებით შედგა. ცერემონიაში ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მონაწილეობდა.