მიხეილ სააკაშვილმა ისევ შიმშილობა გამოაცხადა – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატი ამბობს, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც დღევანდელი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვსი საშუალება არ მისცეს. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ დღეს მესამე პრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა სადაც ის ამბობს, რომ აცნობიერებს ყველა რისკს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის გათვალისწინებით და იშიმშილებს მანამ, სანამ მყარ გარანტიებს არ მიიღებს, რომ ონლაინ მაინც ჩართონ პროცესზე.