“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტისთვის ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი მუმლაძის პარალელურად, ნონა მამულაშვილი იბრძოლებს. მამულაშვილმა პარტია და პარლამენტი 3 ნოემბერს დატოვა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხანია პოლიტიკისგან დაცლილია”. ახლა კი ფიქრობს, რომ შიდაპარტიული არჩევნების საშუალებით ცვლილების შესაძლებლობა გაჩნდა. პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. “ნაციონალურ მოძრაობას” თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს. ირაკლი ნადირაძემ დღეს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დაარეგისტრირა.