“რაც ახლა ხდება, პოლიტიკური კანიბალიზმია“- ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, პარტია „ლელოს” წევრი. სალომე სამადაშვილმა დღეს, მესამე პრეზიდენტი, კლინიკა ვივა-მედში მოინახულა. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე, პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
„პრეზიდენტი დუმილით კვდება“, “თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში, რთული იქნება ვთქვათ, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ წარმატებით დასრულდება”- ამ და სხვა გზავნილებით, ევროპარლამენტარები, პრეზდიენტს და საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისკენ მოუწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა – ედუარდ სააკაშვილმა, გიული ალასანიამ და სანდრა რულოვსმა ევროპარლამენტარებთან, ანა ფოტიგასა და მირიამ ლექსმანთან ერთად გუშინ სტრასბურგში ბრიფინგი გამართეს.ევროპარლამენტარების მოწოდებებს გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, მან დღეს გაამრთულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხამდე მიიყვანა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, მისი თქმიტ, თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ, ქვეყანას ევროპული მომაალი აღარ ექნება, ხოშტარია შეაბსამის რეაგირებას, პრეზიდენტსაც სთოვს-
მესმაე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. 1 დეკემბერს, სასამართლო. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს. პროცესზე დაიკითხებიან ქარტველი და უცხოელი ექპერტები. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თმქით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მოსამრთლის კითხვებს დისტანციურად უპასუხებს. ასევე ხაჭაპურიძის მოთხოვნაა, რომ სასამართლო დარბაზში დიდი მონიტორი დადგან და იმ შემთხვევაში, თუ მიხიელ სააკაშვილი პროცესს დისტანციურად ჩაერთვება, მედიკსოების დახმარებით, წამოდგეს, რათა, მისი მდგომარეობის რეალური სურათი, სრულიად საქართველომ ნათლად ნახოს.