“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის ამ ეტაპზე სამი კანდიდატი იბრძვის. რეგისტრაცია ორ დღეში დასრულდება. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნიკა მელიამ გამოწვევებს ვერ უპასუხა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოქჩეინ სისტემით გაიმართება. გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ გუშინ მიიღო. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.