“მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს” – ეს არის მიხეილ სააკაშვილის გზავნილი კლინიკა “ვივა მედიდან”. ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი ხელნაწერის ბოლოს მადლობას უხდის ყველას. მიხეილ სააკაშვილი roმ მზად არის ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწორს და ჩვენება მისცეს მანამდე ამის შესახებ მისი ადვოკატები აცხადებდნენ.
ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების უფლებას “ვივა მედის” ექიმები და პენიტენციური სამსახური, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე, სურვილის მიუხედავად, ექიმების რეკომენდაციით ყოფილი პრეზიდენტი პროცესს არ დაასწრეს.
ხვალიდნელ სასამართლო პროცესზე 30-მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება, მათ შორის ცნობილია, რომ დაიკითხებიან სააკაშვილის მკურნალი ექიმები და ასევე, ცენტრ “ემპათიას” ექსპერტები.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს 13:00 საათზე განიხილავენ. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან შეკრებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები გეგმავენ.