“ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი” – ამ სიტყვებით მსჯავრდებული პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. გიული ალასანიას განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. გვერდში დგომა და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადაჩენა ითხოვა მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმაც.