მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესამდე, ერთი დღით ადრე “ნაციონალურ მოძრაობაში”, საგანგებო შეხვედრები გრძელდება- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ შექმნილ ვითარებასა და სამოქმედო გეგმაზე, ამჯერად, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, „გირჩი მეტი თავისუფლება“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ ლიდერებმა იმსჯელეს. შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა, 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამერიკელი ესქპერტებისა და სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების დასკვნის შემდეგ, პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ახლა უმოქმედობა დანაშაულია. სამი აპრტიის ლიდერი: ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია აცხადებენ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ ჩატარებაა.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ხვალ, საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილისთვის პროცესის პარალელურად, მხარდამჭერი აქცია გაიმართება. შუამდგომლობას მოსამართლე, გიორგი არევაძე განიხილავს. სასამართლოსთან აქციას, “გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და სავარაუდოდ, ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმოამდგენლებიც შეუერთდებიან.