ივერი მელაშვილს ირაკლი ღარიბაშვლთან კითვები აქვს | 07.12.2022

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაშია, კითხვები აქვს. როგორც მელაშვილი აღნიშნავს, რუკას, რომლის გამოყენებასაც მას და ნატალია ილიჩოვას ედავებიან, წარსულში, ღარიბაშვილის  პრემიერობის დროსაც იყენებდნენ, თუმცა, მაშინ რაიმე სახის ბრალეულობა არ აღმოუჩენიათ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი, ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს  დააკავა.  მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული  ქმედება.   პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.